სიახლეები arrow კონკურსები
Home    Contacts
gwmi.ge
სიახლეები
ჩვენს შესახებ
პუბლიკაციები
კონკურსები
დანერგვები
გამოგონებები
პატენტები
თანამშრომლები
ბმულები
კონტაქტი
ძებნა
არქივი
კონკურსები PDF Print E-mail

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა  I -2010

სსიპ _ წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

1. ბუნებრივი კატასტროფების განყოფილებაში

• მეცნიერ_თანამშრომელი _ 1 საშტატო ერთეული _ სპეციალობით ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობა _ (მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი);

2. წყლის რესურსებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების განყოფილებაში

• მეცნიერ_თანამშრომელი _ 1 საშტატო ერთეული _ სპეციალობით ინჟინერ_ჰიდროტექნიკოსი (მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი);
• მეცნიერ_თანამშრომელი _ 1 საშტატო ერთეული _ სპეციალობით ინჟინერ_გეოლოგი _ (დოქტორანტი, დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი);

3. გარემოს დაცვის ლაბორატორიაში

• მეცნიერ_თანამშრომელი _ 1 საშტატო ერთეული _ სპეციალობით გარემოს ქიმია და კონტროლი _ (დოქტორანტი, დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი);
• მეცნიერ_თანამშრომელი _ 1 საშტატო ერთეული _ სპეციალობით ინჟინერ_ჰიდროტექნიკოსი (მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი);

4. საერთაშორისო ურთიერთობის სექტორში

• სექტორის ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერ_თანამშრომელი _ 1 საშტატო ერთეული _ ინგლისური ენის სპეციალისტი, შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატით (მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი);
• მეცნიერ_თანამშრომელი _ 1 საშტატო ერთეული _ სპეციალობით აგრომელიორატორი _ (მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი);
• მეცნიერ_თანამშრომელი _ 1 საშტატო ერთეული _ გერმანული ენის სპეციალისტი (მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი);

5. კოლხეთის საცდელ_სამელიორაციო ეკოლოგიურ პუნქტში

• პუნქტის გამგე, მეცნიერ_თანამშრომელი _ 1 საშტატო ერთეული _ სპეციალობით აგრონომი _ (მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი).

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთონ:
ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია (ჩვ);
გ) კადრების მიერ დამოწმებული შრომის წიგნაკის ქსეროასლი;
დ) დოქტორის, მაგისტრის სამეცნიერო ან აკადემიური ხარისხის მქონე პირის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
ე) გამოქვეყნებულ შრომათა ნუსხა (დამოწმებული);
ვ) ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც სრულად წარმოაჩენს ავტორის სამეცნიერო მიმართულებას;
ზ) შესაბამისი დარგის ერთი მეცნიერის რეკომენდაცია (საკონტაქტო ინფორმაციით);
თ) სამეცნიერო საგრანტო პროექტებში მონაწილეობა (ჩამონათვალი);
ი) პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, დანერგვის აქტების და სხვ. ჩამონათვალი.


საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს 2010 წლის 16 მარტიდან (10 საათიდან _ 17 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა) სსიპ წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში (ჳჳ სართული, ოთახი #227). საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 16 აპრილი.
კონკურსი ჩატარდება 21 აპრილს
მისამართი: ქ. თბილისი, ქი. ჭავჭავაძის გამზირი, 60

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სწავლულ მდივანს შორენა კუპრეიშვილს
ტელ: 22-74-01
ფაქსი: 22-73-00
ელ. ფოსტა:
ინტერნეტ მისამართი: წწწ. გწმი.გე

დირექტორი: გივი გავარდაშვილი
ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი


User Comments

Please login or register to add comments